აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის ჯონ მაკკეინის მრჩევლები რუსეთის ნაციონალური რესპუბლიკების დამოუკიდებლობების აღიარების მიღწევას გეგმავენ. საუბარია მათ შორის ბურიატიაზეც. ინფორმაციას ამის შესახებ „politobzor.net"-ი აქვეყნებს.
ამერიკული გამოცემა „Online journal"-ის ინფორმაცით, ამ იდეას მხარს უჭერენ მაკკეინის კონსულტანტი საგარეო პოლიტიკურ საკითხებში რენდი შოინემანი და ამერიკელი მილიარდერი ჯორჯ სოროსი.
ნეოკონსერვატორთა ჯგუფი, რომელსც ისინი ხელმძღვანელობენ ვაშინგტონის მიერ რუსეთის ნაციონალური რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას ლობირებს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების პასუხად.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად იგეგმება პატარა მარიონეტული ჯგუფების მოძიება ამ რესპუბლიკების შიგნით ან მათ გარეთ, რომლებიც „დევნილობაში მყოფ მთავრობებად" გამოცხადდებიან. ამის შემდეგ ეს ორგანოები მიმართავენ პრეზიდენტ მაკკეინს (თუ ის პრეზიდენტი გახდება) და აშშ-ს კონგრესს მათი სახელნწიფოებრივი წარმონაქმნების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. პროცედურა იქნება ისეთივე როგორიც კოსოვოში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იყო.
ამ პროცედურაზე ე.წ. პირველ მერცხლებად ჩეჩნეთი, ინგუშეთი და დაღესტანი სახელდება.
„თუ ამ ნაბიჯით ვერ მოხერხდება რუსეთის აგრესიის შეჩერება, მაშინ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განიხილოს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მყოფი სხვა ნაციონალური რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება",- წერს „Online journal"-ი.
ნუსხაში ჩეჩნეთის, ინგუშეთის და დაღესტნის შემდეგ მოდიან ადიგეა, ალტაი, ბურიატია, ყაბარდო-ბალყარეთი, კალმიკია, ყარაჩაი-ჩერქეზეთი, კარელია, კომი, მარიი ელ, მორდოვია, ჩრდილო ოსეთი, თათრეთი, ტუვა, უდმურტია, ხაკასია და ჩუვაშია.