7 იანვარს, 14:00 საათზე, ტრადიციული საშობაო ალილო ვარდების მოედნიდან დაიწყება.
მსვლელობას ტრადიციულად თეატრალიზებული სახე ექნება. ანალოგიური, როგორც გასულ წელს იყო.
მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე საჩუქრების მისაღებად პარლამენტის შენობასთან შეჩერდებიან; მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ გაგრძელდება. ალილოს მონაწილეებს თბილისის საკრებულოს წევრები დაასაჩუქრებენ. მსვლელობა პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებზე გაგრძელდება. კონკასთან მონაწილეთა ერთი ჯგუფი საპატრიარქოში გადავა, სადაც მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდება და
ალილოსთვის ტკბილეულს გადასცემს.
შემდეგ მსვლელობა ბარათაშვილის ხიდით ბარათაშვილის ქუჩაზე გაგრძელდება და ყოვლადწმინდა სამების ტაძართან დასრულდება.
მსვლელობის ბოლოს სამების მღვდელმსახურნი პარაკლისს გადაიხდიან.
ალილოში მონაწილეებს გზადაგზა მოსახლეობა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს.
ყოვლადწმინდა სამებაში მიტანილი შემოწირულობები კი 8-9 იანვარს დახარისხდება და 10 იანვარს ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება. ამ მიზნით დედაქალაქის მერია ავტობუსს გამოყოფს.