საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში სკანირების ცენტრი გაიხსნა. ცენტრი თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკითა და საოფისე ინვენტარითაა აღჭურვილი.
სკანირების ცენტრი უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში შემოსული დოკუმენტები ერთიან მონაცემთა ბაზაში მოთავსდეს. ამასთან, არქივში არსებული დოკუმენტების ელექტრონული ვერსიაც შეიქმნება, რაც ძველი დოკუმენტების განადგურების ან დაზიანების საფრთხეს მინიმუმამდე დაიყვანს. სკანირების ცენტრი ასევე გაამარტივებს უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციის პროცედურას.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, სოსო წიქარიშვილის თქმით, საქართველოს მასშტაბით რეესტრის არქივში 500 000საქმეა დაცული. საქართველოს 11 რაიონის 71 000-მდე მონაცემის ელექტრონული ვერსია უკვე შიქმნა.
ელექტრონული არქივის ფორმირების დასრულება 2011 წლისთვის იგეგმება.