2013 წლის დეკემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოს კვლავ თურქეთიდან ეწვია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სოლიდური რაოდენობის ვიზიტორები ყავდა ასევე აზერბაიჯანიდან (+16,3%), სომხეთიდან (+26,8%), რუსეთიდან (+40,6%), უკრაინიდან (+69,7%) და ირანიდან (-33,8%). ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლის რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-დეკემბერშიც კვლავ ტრადიციულად გამოირჩნენ პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია და იტალია (შესაბამისად - 80%, 32%, 22%, 19%, 17% და 15%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (40%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (29%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელორუსის მოქალაქეები 62%-იანი მატებით.
სახელმწიფო საზღვრის კვეთის მხრივ აღსანიშნავია საქართველოს მოქალაქეთა აქტივობის ზრდაც, რაც 2013 წელს 17,1 (შემოსვლა) და 17,8 (გასვლა) პროცენტიან მატებაში გამოისახა.
2013 წლის დეკემბრში საქართველოს 391 724 ვიზიტი სტუმრობდა, რაც 2012 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 5 %-ით მეტია. რაც შეეხება იანვარ-დეკემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 5 365 356 ვიზიტი განხორციელდა, რაც 21,2%-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს.
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 2 080 808 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39 %, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 16,3 %);
ბ) ტრანზიტი - 1 167 570 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 22 %, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 54,6 %);
გ) სხვა - 2 116 978 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39 %, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 12,4 %).