იტალიური საავტომობილო გიგანტი Fiat-ი ფართოვდება. ცნობილი ხდება, რომ Fiat-მა უკვე დაასრულა მოლაპარაკებები ამერიკულ კომპანიასთან და ამიერიდან Fiat-ი Chrysler-ის აქციათა 42 %-ის მფლობელი გახდა.
გარიგების შედეგად კი Fiat-ი მსოფლიოში ავტომობილების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი ხდება. აღსანიშნავია ისიც, რომ Fiat-ი Chrysler-ის გარკვეული აქტივების მფლობელი ჯერ კიდევ 2009 წლიდან გახდა.
შეთანხმების მიღწევა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად გახდა შესაძლებელი, რომელიც Fiat-მა Chrysler-ის აქციათა ამჟამინდელ მფლობელთან მიაღწია, საუბარია ამერიკულ საპენსიო ფონდზე. გარიგების შედეგად Chrysler და Fiat ფონდს 3,65 მლრდ დოლარს გადაუხდიან და კომპანიის აქციათა 41,6%-ს გამოისყიდიან.
Fiat-ის მენეჯმენტი საკუთარი საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს.