რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი სოჭის ოლიმპიური თამაშებისათვის 500 ე.წ. საავტომობილო აკრედიტაციას მიიღებს. გასული წლის დეკემბრიდან სოწში სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტში მიმდინარეობს აკრედიტაციების გაცემა იმ სატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომლებიც ოლიმპიადის დროს ქალაქის უზრუნველყოფას მოახდენენ საკვები პროდუქტებით, ფართო მოხმარების საგნებით და მომსახურებით.
„იმისათვის, რომ აფხაზეთი სოჭის ოლიმპიადის დროს სასაქონლო ბლოკადაში არ აღმოჩნდეს მისთვის გათვალისწინებულია 500 ოლიმპიური აკრედიტაცია. ამ აკრედიტაციებს აფხაზური ავტომობილები მიიღებენ. ეს იქნება განსაკუთრებული ფერის საშვი, წარწერით „აფხაზია", რომლებიც რესპუბლიკაში რეგისტრირებული სატვიტრთო ტრანსპორტისთვის იქნება განკუთვნილი",_ განაცხადა სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ დამირ იაკვაშევმა.
მასალის გამოყენების პირობები