დაღესტანში მომხდარ აფეთქებას ბუინაკსკის რაიონის პროკურორის თანაშემწის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დანაღმული ავტომობილი მაშინ აფეთქდა, როდესაც პროკურორის თანაშემწე რასულ ტემერბეკოვი ავტომობილში ჯდებოდა.
მიღებული ჭრილობებისაგან პროკურორის თანაშემწე ადგილზე გარდაიცვალა. ავტომობილი პროკურორის სახლთან აფეთქდა. მიმდინრეობს გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები