საახალწლო გალა-კონცერტი, რიყეზე, ევროპის მოედანზე გაიმართება და ის 22:30 საათზე დაიწყება და სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
საახალწლო კონცერტს კი ,,რუსთავი-2"-ის წამყვანები თიკა ფაცაცია, დიმიტრი ობოლაძე, ნიკა გრიგოლია და ვანიკო თარხნიშვილი წაიყვანენ.
საახალწლო ღონისძიების რეჟისორი კი ზაალ ქიჩობავაა,
საახალწლო გალა-კონცერტზე ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით სულ 35 მუსიკალური ნომერი შესრულდება და ის ,,რუსთავი-2"-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.