ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელად გიორგი დონაძე დაინიშნა. როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ განაცხადა ასევე ჩამოყალიბდება საკონსულტაციო საბჭო, რომელშიც ყველა ცნობილი ფოლკლორისტი შევა და ის გიორგი დონაძეს ცენტრის მართვაში კონსულტაციას გაუწევს.
საკონსულტაციო საბჭოს თავად კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია უხელმძღვანელებს.
,, ფოლკლორის ცენტრის დირექტორად გიორგი დონაძე დავნიშნე. ის ახალგაზრდა და ნიჭიერი კაცია და რწმუნებული ვარ მინისტრთან არსებული საკონსულტაციო საბჭო მას ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს მის მოღვაწეობაში", _განაცხადა ოდიშარიამ.
შეგახსენებთ, რომ ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი დონაძემ გიორგი უშიკიშვილი შეცვალა.
მასალის გამოყენების პირობები