ვაშინგტონმა და ლონდონმა მოსკოვს სოჭის ზამთრის ოლიმპიადის მზადების პროცესში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა შესთავაზეს. შესაბამის ინფორმაციას „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
აშშ-ს ოფიციალური განცხადებით, ვაშინგტონი მოხარული იქნება ქმედითი თანადგომა გასწიოს მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რათა დაცული იქნას სპორტსმენების , მაყურებლებისა და სხვა მონაწილეების უსაფრთხოება ოლიმპიადის მიმდინარეობისას.
მოსკოვისთვის დახმარების განცხადებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრი დევიდ კემერონიც გამოვიდა.
„მე მივწერე პრეზიდენტ პუტინს, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთს აღმოუჩენს ნებისმიერ დახმარებას რაც ჩვენს ხელგვეწიფება", - იტყობინება ბრიტანეთის პრემიერი Twitter-ის მიკრობლოგში.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისადმი გაგზავნილ მიმართვაში იმედი გამოთქვა, რომ ვოლგოგრადში მომხდარი ტერორისტული აქტების მიუხედავად, სოჭის ოლიმპიადა უსაფრთხო იქნება.