დაღესტანში, ხასავიურტის რაიონში, ოლიმპიისკის დასახლებაში პოლიციელი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ დაღესტნის შს სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, პოლიციელმა, რომელსაც უცნობი პირები დაესხნენ თავს, საპასუხო სროლის შედეგად ერთი თავდამსხმელი მოკლა, თავად კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ცნობილია ისიც, რომ თავდამსხმელებმა ავტომობილიდან გახსნეს ცეცხლი.