მოსამართლემ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი 5000-ლარით დააჯარიმა. როგორც პროცესზე მოსამართლემ განმარტა ამის მიზეზი მერაბიშვილის მხრიდან სასამართლოს აპარატის შეურაცხყოფა გახდა.
,, ბრალდებულმა ივანე მერაბიშვილმა სხდომის მდივანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიმართა უხამსი და ბილწი სიტყვებით, მან ასევე უხამსი სიტყვებით მოიხსენია სასამართთლოს მთელი აპარატი, რის გამოც მისი ეს ქმედება შეფასებული იქნა სასამართლოს უპატივცემულობად. აღნიშნულის გამო სასამართლოს სხდომის თავმჯდომარის მიერ მიღებული იქნა განკარგულება რომლის თანახმად, ბრალდებული ივანე მერაბიშვილი დაჯარიმებული იქნა 500-ლარით", -განაცხადა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ.