ვოლგოგრადის რკინიგზის სადგურზე მომხდარი აფეთქების დროს დაზარალებულ ადამიანთაგან ექვსი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსუი მედია რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ბოლგოგრადის სამედინიცო დაწესებულებებში აფეთქებების შედეგად დაზარალებული 30 ადამიანი იმყოფება. ექვსი მათგანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, კიდევ ექვსის - მძიმე, ოთხი ადამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 14 დაზარალებულის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია", _ აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, რკინიგზის სადგურზე მომხდარი აფეთქების დროს 62 ადამიანი დაზარალდა, დაიღუპა 17 - მათგან 14-ადგილზე სამი კი სტაციონარში.
მასალის გამოყენების პირობები