ბიოლოგები აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, დელფინების მასობრივი სიკვდილის ფაქტებს სწავლობენ. უცხოური მედია წერს, რომ ათასზე მეტმა დელფინმა ვერ გაუძლო სეზონურ მიგრაციას. თავისი მასშტაბებით წლევანდელმა ტრაგედიამ 20 წლის წინანდელი ფაქტი გადაფარა, როდესაც დღემდე ამოუცნობი ვირუსი გამო, 740 დელფინი დაიღუპა.
მეცნიერები აცხადებენ, რომ წელს ვირუსი, რომლის გამოც დელფინები დაიღუპნენ ძალიან ჰგავს წითელას.
მეცნიერების მტკიცებით, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს დელფინებს მექსიკის ყურეში მიმდინარე ნავთობისა და გაზის სეისმური მოძიების სამუშაოები.