„ოლიმპიადის წინ რუსეთმა შიშისმომგვრელი გამოწვევა მიიღო" - ასეთი კომენტარი გააკეთა ბრიტანულმა მედიამ ვოლგოგრადში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით.
სწორედ ცნობილი ბრინტანული გამოცემა « The Huffington Post»-ი წერს, რომ „რუსეთმა ოლიმპიადის წინ შიშისმომგვრელი გამოწვევა მიიღო".
„ბოევიკებმა სავარაუდოდ რუსეთს აჩვენეს ის, რომ მათ თავიანთი არამშვიდი რეგიონის გარეთაც შეუძლიათ მოქმედება. ტერაქტები - ეს შიშისმომგვრელი გამოწვევაა, რომელთანაც რუსეთს მოუწევს შეჯახება იმისათვის რათა აასრულოს თავისი დანაპირები და სოჭის ოლიმპიადა „ისტორიაში ყველაზე უსაფრთხო ოლიმპიადად აქციოს". მთავრობამ ხომ ოლიმპიური თამაშების დაცვისათვის ათობით ათასი ჯარიკაცის, პოლიციელის და სპეცსამსახუტების თანამშრომლის მობილიზება მოახდინა",_ წერს გამოცემა.
მეორე გავლენიანი გამოცემა « The Independent» -ი კი ამასთან დაკავშირებით იხსენებს, რომ ტრაქტებთან დაკავშირებით, ჩეჩენ მებრძოლებს განსაკუთრებული ბრძანება მათმა მეთაურმა დოკუ უმაროვმა მისცა.
„ბატონმა უმაროვმა, რომელმაც თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა 2010 და 2011 წლებში ჩადენილ ტერაქტებზე, გასცა ბრძანება შეეჩერებინათ თავდასხმები სამოქალაქო ობიექტებზე 2011-2012 წლებში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, რომლებიც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ იყო მიმართული.
თუმცა 2013 წლის ივლისში მან მოუწოდა თავის ხალხს „გააკეთონ ყველაფერი შესაძლებელი იმისათვის, რომ სოჭში ოლიმპიადის ჩატარებას შუშალონ ხელი". მაშინ მან ოლიმპიადას „წინაპრების ძვლებზე გამართული ცეკვა-თამაში" უწოდა",_ წერს გამოცემა.
მასალის გამოყენების პირობები