ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა სერგეი ბოჟენოვმა გამოაცხადა, რომ ტერაქტებში გარდაცვლილთა გლოვის ნიშნად, ვოლგოგრადის ოლქში გლოვა დღევანდელი დღიდან დაიწყება და მომავალი წლის 3 იანვრამდე გაგრძელდება.
„დღეიდან ვოლგოგრადის ოლქში ხუთდღიანი გლოვაა გამოცხადებული",_ განაცხადა გუბერნატორმა ტელევიზიით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, რომ გასული დღეღამის განმავლობაში ვოლგოგრადში ზედიზედ ორი ტერორისტული აქტი მოხდა. პირველმა 17 ადამიანის, ხოლო ,მეორემ 14 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
მასალის გამოყენების პირობები