გლდანში მიმდინარე წყალგაყვანილობის სამუშაოები თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ და გლდანის რაიონის გამგებელმა ნოდარ სანდუხაძემ დაათვალიერეს
გლდანის რაიონს წყალმომარაგების პრობლემა რამდენიმე თვეში აღარ ექნება. ,,მუხიანი 2"-ის, ,,ავჭალა 2"-ის და ,,გიორგიწმინდა"-ს დასახლებებში წყლის სისტემის მონტაჟი, უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს. სამუშაოებს კომპანია GWP აწარმოებს, რომლისთვისაც თანხა 6 მილიონი ლარი თბილისის მერიიდან გამოიყო. გლდანის რაიონის სამივე დასახლებისთვის წყალმომარაგების სისტემის ინდივიდუალური პროექტი შემუშავდა და ყველა პროექტი სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაამტკიცა. არსებული პროექტის მიხედვით 3500 ზე მეტ ოჯახს წყლის მიწოდება აპრილის თვიდან აღუდგება.