ვოლგოგრადში მომხდარი ტერაქტის შედგად მსხვერპლთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა, - განცხადება ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოლეგ სალაგაიმ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 8:23 საათზე (მოსკ. დრო. რედ.) ვოლგოგრადში #15 მარშრუტის ტროლეიბუსში აფეთქება მოხდა. ეს რიგით მეორე აფეთქებაა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ერთი ბავშვია.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ტროლეიბუსისგან მხოლოდ მეტალის კარკასია დარჩენილი.
აფეთქების მიმდებარედ საცხოვრებელ სახლებში ჩამსხვრეულია მინები.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა. შემთხვევის ადგილას სამართალდამცავები მუშაობენ.
შეგახსნებთ, რომ გუშინ ვოლგოგრადის რკინიგზის სადგურში მომხდარი აფეთქების შედეგად 15 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი დაიღუპა და 35 დაშავდა.