" H1N1"-ის სავარაუდო დიაგნოზით იაშვილის სახელობის კლინიკაში თვენახევრის ბავშვი მოათავსეს. იგი კატასტროფის ბრიგადებმა ქუთაისიდან თბილისში გვიან ღამით გადმოიყვანეს. მას ორმხრივი პნევმონია და სისუსტე აღენიშნებოდა.
ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და სასუნთქ აპარატზეა შეერთებული.
მედიკოსების განცხადებით მისი მდგომარეობა რთულია და მისი თბილიში გადმოყვანა ამიტომაც გახდა აუცილებელი. ბავშვის ოჯახის წევრები კი ვარაუდობენ, რომ ბავშვს ვირუსი უფროსი ძმისგან გადაედო.
ბავშვიზ ზუსტი დიაგნოზი ლაბორატორიული ტესტის შემდეგ უკვე ხვალისათვის გახდება ცნობილი.