ლარის კურსი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკის ზრდაზეა დამოკიდებული. როგორც დღეს სებ-ის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, ეკონომიკური თეორიის მიხედვით, თუ ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება უფრო მაღალი ტემპით, ვიდრე საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკა, ამ შემთხვევაში საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კურსს ექნება გამყარების ტენდენცია.
„ეკონომიკური თეორიის მიხედვით, თუ საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება უფრო მაღალი ტემპით, ვიდრე ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკა ამ შემთხვევაში საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კურსს ექნება გამყარების ტენდენცია. როგორც ეს იყო ყოველთვის ბოლო ათწლეულის განმავლობაში, 2013 წლის განმავლობაში თუ არ ჩავთვლით კრიზისულ პერიოდებს 2008-2009 წლის ცნობილი მოვლენების ფონზე. ეს არის ფაქტი. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ გაცვლით კურსს ექნება გამყარების ტენდენცია, თუ საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება უფრო სწრაფად ვიდრე სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკა"- განაცხადა ქადაგიძემ.
მასალის გამოყენების პირობები