დღეს, 12 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტური თვითმმართველობების ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით გუდაურში გაიხსნება ჩემპიონატი სამთო-სათხილამურო სპორტში სტუდენტურ თვითმმართველობებს შორის. მასში მონაწილეობს 7 სახელმწიფო და 3 კერძო უნივერსიტეტი (თსუ, თსსუ, ილიას უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, სოხუმის უნივერსიტეტი, თეუსუ, აგრარული უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სეუ, სდასუ.)
ჩემპიონატი ეძღვნება 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას. ჩემპიონატი მიიღებს ყოველწლიურ სახეს, გამოვლინდება პირველი, მეორე და მესამე ადგილი.გამარჯვებულს გადაეცემა გარდამავალი თასი.
პროექტის ფარგლებში გაიმართება კონფერენცია სასტუმროში თემაზე "სამთო-სათხილამურო სპორტი საქართველოში და მისი განვითარების პრესპექტივები".
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სპორტის ამ სახეობის განვითარებას და პოპულარიზაციას სტუდენტებში და ახალგაზრდებში.
ჩემპიონატი 14 მარტს დასრულდება.