2014 წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა სავსებით რეალისტურია,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას სებ-ის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აკეთებს. ქადაგიძის განმარტებით, საბაზისო სცენარის მიხედვით 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა რისკფაქტორები არ განხორციელდა.
„როგორც იცით, მომავალ წელს იგეგმება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენაა საქართველოსთვის. შეიძლება მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც გვინდა, თუმცა ამის პროგნოზირების საფუძველი დღეს არ არსებობს", - განაცხადა ქადაგიძემ და დასძინა, რომ დღესდღეობით 5%-იანი ეკონომიკური ზრდა მომავალ წელს სავსებით რეალისტურია.