,,ვამაყობ, რომ განვლილი ერთი წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს სრული დეპოლიტიზაცია განხორციელდა", _განაცხადა ,,რადისონში" თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანაიმ სადაც სამინისტროს ერთწლიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს.
ალასანიას განმარტებით, განვლილი ერთი წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროში პოლიტიკური ზეწოლის ერთ ფაქტსაც კი ადგილი არ ჰქონია.
,, მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ფაქტს პოლიტიკური ზეწოლის თავდაცვის სამინისტროში ადგილი არ ჰქონია. თავდაცვის სამინისტროში, შეიარაღებულ ძალებში, საპრეზიდენტო არჩევნები სამაგალითოდ ჩატარდა. ასევე აღვნიშნავ და დადასტურებად მოვიყვან იმას, რომ შეიარაღებული ძალების, სამხედრო მოსამსახურეების 70%-მა საკუთარი ადგილის მიხედვით მისცა ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში, ხაზს გავუსვამ კიდევ ერთხელ და ვიტყვი რომ ერთ ფაქტიც კი უმრავლესობის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერისთვის შეიარაღებულ ძალებში არ დაფიქსირებულა. თავდაცვის სამინისტროში საპრეზიდენტო არჩევნები უპრეცედენტოდ ჩატარდა რაც დასტურია იმის, რომ სრული დეპოლიტიზაცია განხორციელდა თავდაცვის სისტემისა და შეიარაღებული ძალების", _განაცხადა ალასანიამ.