ვერტმფრენი „ან-12" ირკუტსკის მიდამოებში სამხედრო საწყობების თავზე ჩამოვარდა. რუსული მედიის ინფორმაციით, 6 ადამიანისგან შემდგარი ეკიპაჟი დაიღუპა.
„სატრანსპორტო ვერტმფრენ „ან-12"-თან კავშირი მაშინ გაწყდა, როდესაც ის ნოვოსიბირსკიდან ირკუტსკში მიფრინავდა. წინსაწარი ინფორმაციით, ვერტმფრენი ირკუტსკთან ახლოს სამხედრო საწყობების თავზე ჩამოვარდა. ეკიპაჟი, ირკუტსკის საავიაციო ქარხნის თანამშრომლები, 6 ადამიანი დაიღუპა", _ იუწყება რუსული მედია.