რუსეთში 2013 წლის პოლიტიკოსი უკვე მეათედ ვლადიმერ პუტინი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოპულარობით მეორე ადგილზე რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუა.
რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის დირექტორი ვალერი ფროლოვი აცხადებს, რომ გამოკითხულთა 44 % წლის პოლიტიკოსად ვალდიმერ პუტინი დაასახელა. მეორე ადგილი სერგეი შოიგუმ დაიკავა , მას გამოკითხულთა 8 % მისცა ხმა. მესამე ადგილზე - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვია.
ფროლოვის განცხადებით, გასულ წელს ვლადიმერ პუტინი ასევე ლიდერობდა რეიტინგს 54 % -ით. მას შემდეგ მოდიოდა პრემიერი დიმიტრი მედვედევი. მესამე ადგილზე კი სერგეი შოიგუ იყო.
მასალის გამოყენების პირობები