დაღესტნის ქალაქ დერბენტში გამომძიებელი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაღესტნის შს სამინისტროს ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა გამომძიებელს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს რაც ის სპორტული დარბაზიდან გამოვიდა. მიღებული ჭრილობებისაგან დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.