ბიზნესფორუმების გარდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პრიორიტეტს ე.წ „ბიზნესი ბიზნესთან" ურთიერთობის მოდელს ანიჭებს. მინისტრის განმარტებით, კერძო სექტორებს შორის ურთიერთობების დასამყარებლად ორივე მიმართულება: ბიზნესფორუმიც და „ბიზნესი ბიზნესთაან", მოდელი მნიშვნელოვანია. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, 2014 წელს უკვე გაწერილია რამდენიმე ბიზნესფორუმი, სადაც საქართველო მონაწილეობას გეგმავს.
„ჩვენ ძალიან ვუწყობთ ხელს ე.წ „ბიზნესი ბიზნესთან" ურთიერთობის მოდელს. რომელიც ასევე ეფექტურია. მე არ მინდა ვთქვა, რომ ბიზნესფორუმი არაეფექტურია. რათქმა უნდა ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია. 2014 წელს ვგეგმავთ ფორუმის მოწყობას თურქეთში, ჰოლანდიაში, ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანაში"- განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე განმარტებით, მთავრობა ისრაელის მიმართულებით „ბიზნესი ბიზნესთან" მოდელით მუშაობს.
„ვფიქრობთ, რომ ეს მოდელიც ძალიან ეფექტურია იმისათვის, რომ ბიზნესი ბიზნესთან მივიდეს და დამყარდეს კონკრეტული ბიზნესურთიერთობები"- განაცხადა კვირიკაშვილმა.