დღეს, 12 მარტს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოში, გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, ახალი პროექტის პრეზენტაციას წარმოადგენს. პროექტის დევიზია "ELSA მწვანე მომავლისთვის".
პროექტი "გარემოს დაცვის სამართალი" აღნიშნულ სფეროში სამართლის სკოლის გავლასა და გარემოს დაცვის სამართლის თემაზე კონფერენციის ჩატარებას გულისხმობს. პროექტის მიზანია საქართველოში გარემოს დაცვის სამართლის, როგორც სამართლის დარგის განვითარება, საზოგადოებაში გარემოს დაცვის ცნობიერების ამაღლება და იურისტებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
პრეზენტაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიორგი ხაჩიძე და სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა დაესწრებიან.