კომპანია Samsung-ის პირველი ოფიციალური ბრენდშოპი მომხმარებელს საახალწლო აქციებს სთავაზობს.
კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, მომხმარებელი Samsung-ის უახლესი პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, კომპანიისგან სხვადასხვა საჩუქრებს მიიღებს.
„Samsung-ი ერთგულ მომხმარებელს წამახალისებელ აქციებს სისტემატურად სთავაზობს. ამჯერადაც, წინასაახალწლო პერიოდში, სამსუნგის სმარტფონების, Galaxy Note 3-ის, Galaxy S4-ის და მსოფლიოში აღიარებული ფლაგმანი სმარტფონების შეძენისას, მომხმარებელი საჩუქრად ერთწლიან მობილურ ინტერნეტს მიიღებს. რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს სრულფასოვნად გამოცადოს Samsung-ის სმარტფონების შესაძლებლობები," - აცხადებს Samsung-ის მობილური და IT მოწყობილობების გაყიდვების მენეჯერი საქართველოში შოთა ლურსმანაშვილი.
Samsung-ის ბრენდ შოპს, სპეციალური შეთავაზებები და საჩუქრები ტელევიზორების შესყიდვის მსურველებისთვისაც აქვს. „Samsung-ის ტექნოლოგიურად ინოვაციური ტელევიზორების შეძენისას, მომხმარებელს საჩუქრებთან ერთად კიდევ ერთ უპრეცედენტო აქციას ვთავაზობთ. ადამიანი, რომელიც შესყიდვას ჩვენს მაღაზიაში განახორციელებს, კავკასუს ონლაინის ტელევიზიის და ინტერნეტის ერთწლიან პაკეტს მესამედ ფასად მიიღებს,"- განმარტავს შოთა ლურსმანაშვილი.
საქართველოში Samsung-ის პირველი ოფიციალური ბრენდ შოპი აგვისტოში გაიხსნა და ის ჭავჭავაძის გამზირზე N48-ში მდებარეობს. კომპანია Samsung-ი 1938 წელს შეიქმნა და სადღეისოდ, ელექტროტექნიკის მწარმოებელ უდიდეს კომპანიას წარმოადგენს.