უახლოეს პერიოდში მთავრობა „ინდუსტრიული ზონების შესახებ" არსებული კანონის გადახედვას არ აპირებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე კანონმდებლობის გადახედვა პრიორიტეტული არ არის.
„ინდუსტრიულ ზონებთან მიმართებაში კანონმდებლობას დღეისათვის გადახედილი არ არის. ჩვენ ახალი ზონების ნებართვები არ გაგვიცია. არსებულ ზონებში ზოგიერთ მათგანში არის აქტიობა, ზოგიერთ მათგანში კი იყო პრობლემები. მაგალითად ფოთის ინდუსტრიულ ზონაში ძალიან დაბალი აქტიობაა, თუმც ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში უფრო მაღალი აქტიობა აღინიშნება. კანონმდებლობის გადახედვა ამ ეტაპზე პრიორიტეტულად არ ჩავთვალეთ"- განაცხადა კვირიკაშვილმა.