ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სამხედრო ნაწილში ვიზიტისას, სამხედროებს მოუწოდა იყვნენ მზად ომის დასაწყებად ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე.
კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტოს ინფორმაციით, სამხედროებთან შეხვედრისას კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ სწორედ მისმა მამამ ჩამოაყალიბა ჩრდილოეტ კორეა „მსოფლიო დონის სამხდერო ზესახელმწიფოდ".
„არ დაგავიწყდეთ, რომ არ შეიძლება გამოაცხადო თუ როდის იწყებ ომს და გააგრძელეთ ბრძოლისათის მზადება", _ განაცხადა კიმ ჩენ ინმა.