27 დეკემბერს, 19:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში XVI საერთაშორისო ფესტივალის "საახალწლო შეხვედრების" ფარგლებში საფორტეპიანო მუსიკის კონცერტს ჟან-კლოდ პენტიე (საფრანგეთიდან) გამართავს.
პროგრამაშია: შოპენის, ლისტის, დებიუსის, ოჰანას ნაწარმოებები.
ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" 1997 წელს დაარსდა. იგი ყოველწლიურად იმართება დეკემბრის მეორე ნახევარში და ორი კვირა გრძელდება.