თურქეთის შს მინისტრი მუამმერ გიულე, რომლის ვაჟიშვილიც კორუფციის შესახებ ერთ ერთ საქმეში ფიგურირებს თანამდენობიდან გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. მისი ტქმით, მან გადადგომის შესახებ განცხადებით, პრემიერ ერდოღანს უკვე მიმართა.
თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება ასევე მიიღო თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ზაფერ ჩაგლიანმა.
ხმამაღალი კორუფციული სკანდალი, რომელმაც თურქეთის ისტებლიშმენტი შეძრა, გახდა ანარეკლი მმართველი პარტისა და გავლენიანი მუსულმანი ლიდერის ფეტულა გიულენს შორის არსებული დაპირისპირებისა.
ამ დროისათვის კორუფციის ბრალდება წაყენებული აქვს 24 ადამიანს, მათ შორის მინისტრების შვილებს და სახელმწიფო „ხალბანკის" ხელმძღვანელს სულეიმან ასლანს.
პოლიციამ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ასლანის სახლში, ფეხსაცმელების ყუთში 4.5 მილიონი აშშ დოლარი იპოვა.
დაკავებულები ეჭვმიტანილნი არიან ქრთამის აღებაში, ქრთამის აღების ხელშეწყობაში იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებიც დაცულ ტერიტორიებზე მშენებლობებზე ნებართვებს იღებდდნენ.