ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე არ გაემგზავრება. ინფორმაციას ამის შესახებ „Haaretz"" - ი ებრაულენოვან „Hebrew Maariv daily"-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრემიერის კანცელარიაში არსებული წყარო აცხადებს, რომ სოჭის ოლიმპიადაზე პრემიერის გამგზავრების საკითხი არც კი განხილულა.
რამდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სოჭის ოლიმპიადაზე არ გაემგზავრება გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. სოჭში გამგზავრებაზე ასევე უარი თქვეს აშშ-ს პრეზიდენტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმა. საფრანგეთი ოლიმპიადაზე საერთოდ არ აპირებს არც ერთი ჩინოვნიკის გაშვებას.