ჩრდილო-კავკასიის ფედერალური ოლქის ტერიტორიაზე წლის განმავლობაში ჩატარებულია 70 სპეცოპერაცია, განცხადება ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ნაციონალურ ანტიტერორისტულ კომიტეტში გააკეთეს.
რუსეთის ნაციონალურ ანტიტერორისტულ კომიტეტის, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ალექსანდრე ბორტნიკოვის განცხადებით, წლის განმვალობაში აღკვეთილია ტერორისტული მიმართულების 78 დანაშაული, მათ შორის 12 ტერაქტი. ნეიტრალიზებულია 260-ზე მეტი ბანდიტი, მათ შორის 42 მეთაური.
ამასთან ერთად, მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს ტერორისტულ საქმიანობაზე უარი 72 ადამიანმა თქვა.