25 დეკემბრიდან 20 იანვრამდე ბათუმის ევროპის მოედანზე ყოველდღიურად უამრავი სიურპრიზი გელით
25 დეკემბრიდან 20 იანვრამდე ბათუმის ევროპის მოედანზე ყოველდღიურად უამრავი სიურპრიზი გელით!
აჭარის ტურიზმის დეპარტაენტის ინფორმაციით პირველად ბათუმში ევროპის მოედანზე გაიმართება საშობაო ბაზრობა. სხვადასხვა ჯიხურებში წარმოდგენილი იქნება საახალწლო ნობათი. ბავშვებს თოვლის ბაბუები და ფიფქიები უამსპინძლებენ, სცენაზე კი ყოველდღიურად ფოლკლორული ანსამბლები და ცნობილი მუსიკალური ჯგუფები ჩაატარებენ საახალწლო კონცერტებს.
მობრძანდით ბათუმის საშობაო ბაზრობაზე და თქვენც შეიქმენით სადღესასწაულო განწყობა.
ახალი წლის ღამის კონცერტი დაიწყება 22:00-დან და გაგრძელდება ღამის 1 საათამდე.
31 დეკემბერი - ანსამბლი "შინი" და მაია ბარათაშვილი
სხვა კონცერტები (კონცერტები გაიმართება საღამოს 20:00 საათიდან):
• 27 დეკემბერი - "ჯაზბენდი", "სითი ბენდი"
• 28 დეკემბერი - "The Pickupers", ვაჟა ტუღუში და ბენდი "ფრანი"
• 29 დეკემბერი - "Memo", "Goofy land"
• 2 იანვარი - "Goofy land", "მგზავრები"
• 3 იანვარი - "Old Muse", "Antibiotic", "Surprise"
• 4 იანვარი - აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმგერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ანსამბლი "ხორუმი", "ბანი"
• 5 იანვარი - "Gravity", "SvanSikh"
• 7 იანვარი - "New Band", "Goofy land", ჯგუფი "რეგიონი"
• 11 იანვარი - "ვია გრა"