კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწის დავით ზურაბიშვილის განმარტებით, თუ მთავარ პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიმართ წაყენებული ბრალი დადასტურდება ის დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს.
,,მოკლედ რა ქალბატონებო და ბატონებო: თუ ბატონ ფარცხალაძეს ტყუილუბრალოდ აბრალებენ გერმანიაში ყაჩაღობისთვის ნასამართლეობას, მაშინ ამის შესახებ დაუყვნებლივ უნდა გაცხადდეს სათანადო მტკიცებულებებით და ბატონ უგულავასაც მოეკითხოს პასუხი ცილისწამებისთვის. და თუ ეს სიმართლეა, მაშინ ბატონმა პროკურორმა უნდა დატოვოს თანამდებობა. არანაირი სხვა პასუხი ამ შემთხვევაში არ მიიღება. ასეა ეს და არ უნდა ამას ბევრი ლაი-ლაი", _წერს სოციალურ ქსელში ზურაბიშვილი.