ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა თავისი ბიძის ჩან სონ ტხეკის შემდეგ, ბიძის ორივე თანაშემწე დახვრიტა. იაპონურმა მედიამ შეძლო იმ მიზეზების გარკვა თუ რის გამო გასცა კიმ ჩენ ინმა ეს ბრძანება.
„ის იყო ძალიან მთვრალი და გაღიზიანებული, როდესაც დახვრეტის შესახევ განკარგულება გასცა", _ წერს წყაროზე დაყრდნობით გაზეთი „Yomiuri Shimbun"-ი და დახვრეტის მიზეზად ჩინოვნიკების უარს ასახელებს სამხედროთა დაქვემდებარებაში გადაეცათ შემოსავლიანი ბიზნესი, რომელიც ნახშირის მოპოვებისა და მისი ჩინეთში ექსპორტს ეხება.
გაზეთის ინფორმაციით, მათ რა თქმა უნდა ჰქონდათ რეაგირება ბიზნესის გადამის მოთხოვნაზე, მაგრამ საკმაოდ გვიანი რეაგირება: გამხეცებულმა კიმ ჩენ ინმა გახვრებტის შესახებ ბრძანება გასცა. ამას გარდა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამ დახვრეტის მსხვერპლი კიდევ ექვსი ადამიანი გახდა, რომლებიც ბიზნესთან იყვნენ დაკავშირებული. ჩინოვნიკების ასობით ნათესავი კი დახვრეტის შემდე ადგილობრივ ბანაკებში გააგზავნეს.
მასალის გამოყენების პირობები