წლის ჟურნალისტი და 2013 წლის „ოქროს პერგამენტის" ლაურეატი, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტი, გიორგი გაბუნია გახდა.
ნომიანციაში წლის ჟურნალისტი „ოქროს პერგამენტის" ლაურეატობის კანდიდატები იყვნენ - აქუბარდია დავითი, გაბუნია გიორგი, გრიგოლია ინგა, ზედელაშვილი გელა, მიშველაძე ეკა , პავლიაშვილი ვანო, პაიჭაძე დათო, ჟიჟილაშვილი ნინო, სიჭინავა თეა, შუბლაძე ნინო
„ოქროს პერგამენტის" ლაურეატების გამოსავლენი გამოკითხვა, რომლის ორგანიზატორია ახალი ამბების სააგენტო GHN, მთელი ქვეყნის მასშტაბით საკონსულტაციო ჯგუფმა GCG-მ ჩაატარა. გამოიკითხა 2735 რესპოდენტი.
დაჯილდოვების ცერემონიალი კაზინო „შანაგრი -ლა" ში გაიმართა.
2013 წლის «ოქროს პერგამენტის» ლაურეატები დასახელდნენ შემდეგ ნომინაციებში: წლის ადამიანი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, ხელოვანი, ჟურნალისტი, სპორტსმენი, წლის პროექტი, კომპანია, ბრენდი, კომუნიკატორი და «ოქროს პერგამენტის» საპატიო ლაურეატი.