ხვალ, 25 დეკემბერს, 19:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში სპექტაკლის "საშობაო სიმღერა" პრემიერა გაიმართება.
ჩარლზ დიკენსის მოთხრობის მიხედვით სპექტაკლი რეჟიოსრმა ლევან წულაძემ დადგა.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ბესო ბარათაშვილი, ნიკა კუჭავა, ირაკლი ჩოლოყაშვილი, ირმა ბერიანიძე, მაია კაციტაძე, თამარ ბუხნიკაშვილი,თემურ კილაძე,ნინო დუმბაძე,ვალერი კორშია,ქეთი გეგეშიძე, ეკა მჟავანაძე,ეკა ნიჟარაძე, ზვიად სხირტლაძე,ბექა გოდერძიშვილი,ნანი ჩიქვინიძე,თემო კილაძე, ნინო დუმბაძე და სხვები.