სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და 638 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მთელი ექსპორტის 24 პროცენტი. ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 205 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში 8 პროცენტს. მესამე ადგილზე თხილისა და სხვა კაკალის ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 151 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6 პროცენტი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 9681 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 2618 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (20 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7064 მლნ. აშშ დოლარს (2 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ-ნოემბერში 4446 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46 პროცენტი შეადგინა.