საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიები გაუმჯობესდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე განიხილა კანონპროექტი „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების გაზრდას, ამასთან, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეთა სარგოების მეტნაკლებად დაახლოებას. კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. კერძოდ, პირველი და სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეთა სარგოებისთვის საჭიროა 6 184 800 ლარი, ხოლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სარგოებისთვის 300 600 ლარი. აღნიშნული თანხები უკვე გათვალისწინებულია 2014 წლის სახელწიფო ბიუჯეტში.
მასალის გამოყენების პირობები