ელექტროენერგიის ტრანზიტთან დაკავშირებული საკითხების ახალ რეგლამენტს დაექვემდებარება. სწორედ ამას ითვალისწინებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის განხილვას საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაიწყეს. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს ტრანზიტის განხორციელებასთან დაკავშირებით რეგულირების საფასურის არგადახდის საკითხს, რის გამოც საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროენერგიის ტრანზიტის უზრუნველყოფისას ელექტროენერგიის გადაცემის და დისპეჩერიზაციის მომსახურებაზე არ გავრცელდება კომისიის მიერ დადგენილი შესაბამისი ტარიფები.
გადაცემისა და განაწილების ქსელის წესებს გააერთიანებს ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული აქტი, რომელიც სამართლებრივ სივრცეში ახალი იურიდიული დოკუმენტის - „ქსელის წესების" სახით შემოდის.
პროექტი ასევე ითვალისწინებს ლიცენზიატებისათვის ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დანერგვას, რომელსაც ეტაპობრივად, სამი წლის განმავლობაში განახორციელებს ეროვნული კომისია.
მასალის გამოყენების პირობები