დღეს, 24 დეკემბერს სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
"თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასეთია:
გლდანის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანდრონიკაშვილის, სხვიტორის, ხანძთელის, ზაჰესის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II და VI მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.