გერმანიის კანცლერას სულ ახლახანს მესამედ არჩეულმა ანგელა მერკელმა მიიღო გადაწყვეტილება სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე არ გაემგზავროს. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალი „Focus"-ი გერმანიის შს სამინისტროში არსებულ წყაროზე დაყრდენობით წერს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყნის წარმომადგენელი სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ამ უწყების ხელმძღვანელი ტომას დე მეზიერი იქნება.
მერკელი სოჭში გაუმგზავრებლობის შესაძლო მიზეზებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
აღსანიშნავია, რომ მერკელის სოჭში შესაძლო გაუმგზავრებლობის შესახებ ინფორმაცია გაჩნდა მას შემდეგ რაც რამდენიმე ინფორმაცია გავრცელდა. კერძოდ, სხვა და სხვა მონაცემებით, ფრაუ მერკელს უშუალო კავშირი ჰქონდა მიხაილ ხოდორკოვსკის გერმანიაში გამგზავრებასთან. აღსანიშნავია, რომ თავად კანცლერი ამ ინფორმაციის კომენტირებას არ ახდენს. მან რამდენიმე დღის წინ მხოლოდ გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ჰანს-დიტრიხ გენშერის „კულისებსმიღმა ძალისხმევა" აღნიშნა, რომელიც „ინტენსიურად იყო დაკავებული" ხოდორკოვსკის გათავისუფლების საკითხებით.
გერმანული მედია ასევე აღნიშნავს, რომ მერკელის შესაძლო მონაწილეობის შესახებ ხოდორკოვსკის გათავისუფლების საკითხში კრემლში საუბარს თავს არიდებენ.
„თავისი როლის შესახებ, თუ ასეთი რამ იყო, მერკელი თავად მოყვება",- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა.