ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ უკრაინის ხელისუფლებასთან ასოცირების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებას აზრი არ აქვს. უკრაინის ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ ასოცირების შესახებ მოლაპარაკებები მხოლოდ უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების შესახებ გაგრძელდება. ამის შესახებ „კომერსანტ-უკრაინა" წერს. ევროკავშირის წევრი-ქვეყნების მეთაურთა სამიტის შემდეგ გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგაც მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ უმაღლეს დონეზე მაინც მიმდინარეობდა და ყოველ ჯერზე უკრაინის ხელისუფლება ირწმუნებოდა ევროინტეგრაციისკენ თავისი კურსის ურყეობის შესახებ.
„მაგრამ ყველა ამ საუბარს არასოდეს მოსდევდა ვალდებულბებების მკაფიო აღიარება იმის შესახებ, რო უკრაინის ხელისუფლებას ასოცირების შეთანხმებაზე ხელი მოეწერათ. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ აზრი არ აქვს ახლა გავაგრძელოთ ის, რაც შესაძლოა შეფასებული იყოს არაუმეტეს დიალოგის მხარდაჭრისა კონკრეტული შედეგების გარეშე",_ განაცხადა ბაროზუმ.
მსგავსი განცხადებები ევროკავშირის წარმომადგენლებისგან უკვე ისმოდა, მაგრამ ასეთ მაღალ დონეზე ისინი არასოდეს გაკეთებულა.
მასალის გამოყენების პირობები