ევრომაიდანის მონაწილები 31 დეკემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კარვებს განათავსებენ, ხოლო 2014 წლის 9 იანვრიდან იანუკოვიჩის გადადგომის მოთხოვნით უვადო შიმშილობას იწყებენ. განცხადება ამის შესახებ მოძრაობა „სილნაია სპრავას" კოორდინატორმა ალექსანდრე დანილიუკმა გააკეთა.
„უახლოესი დროის სამოქმედო გეგმა შემდეგნაირია: 26 დეკემბერს - გამაფრთხილებელი ოპერაცია „აპოკალიფსი" დაიწყება 08:00 საათიდან და გაგრძელდება 18:00 საათამდე - ეს სამთავრობო კვარტლის ბლოკირება იქნება. 31 დეკემბერს ხალხი მაიდანზე შეიკრობება და პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ კარვების გასაშლელად მსვლელობას მოწყობს",_ განაცხადა დანილიუკმა.
მისივე თქმით, 9 იანვრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნით უვადო შიმშილობა დაიწყება.
„26 დეკემბრიდან, ყოველ სამუშაო დღეს ინიციატივა „ავტოფრონტისა" და „ობშეე დელო"-ს აქტივისტები ასობით ავტომობილით სამთავრობო კვარტალში მოიყრიან თავს, სადაც 18:00 საათამდე დაჰყოფენ - ამან სამთავრობო კვარტლის პარალიზება უნდა გამოიწვიოს.
აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავებმა უკვე გააკეთეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამთავრობო კვარტლის არასანქცირებული ბლოკირება დასჯადი ქმედებაა.
მასალის გამოყენების პირობები