ხვალ, 12 მარტს, 13:00 საათზე, პროფესიული კავშირების გაერთიანების ცენტრალური ოფისში ჯანდაცვის პროფკავშირის წარმომადგენლების პრესკონფერენცია გაიმართება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს.
პროფკავშირები ეკონომიკის განვითარების სამინისტროს მიერ 9 საავადმყოფოს გაყიდვას აპროტესტებენ. მათი ინფორმაციით, 9 კლინიკის თანამშრომლების ნაწილი უმუშეარი დარჩება, ნაწილს კი ერთ შენობაში მოათავსებენ. ახალი შენობის საფასურის გადახდას ექიმებს, ექთნებსა და სანიტრებს აიძულებენ.