,,ნაციონალური მოძრაობა" თბილისის საქალაქო სასამარლოს მიერ თბილისის მერის გიგი უგულავასთვის უფლებამოსილებბის შეჩერების საკითხს ეხმიანება. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაცმოძრაობის" წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა საქალაქო სასამართლოს მენეჯმენტი პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშაა და მათ უკანონო გადაწყვეტილება მიიღეს.
,, სამწუხაროდ, გუშინ გვიან ღამით, უფრო სწორად დღეს გამთენიისას თბილისის საქალაქო სასამრთლოში გაიმართა, როგორც ჩანს, ,,საიდუმლო სერობა" და მოსამარლემ ჩვენს შეუტყობინებლად მიიღო გადაწყვეტილება რომლითაც გიგი უგულავას_ქალაქის მერს უფლებამოსილება შეუჩერდა", _განაცხადა ვაშაძემ.
მისივე განმარტებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
,,სამწუხაროდ, საქალაქო სასამართლო, მისი მენეჯმენტი სრული პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ არის და მათ მიიღეს ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება. სასამართლომ, სამწუხაროდ, აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, ამ შემთხვევაში პოლიტიკურად მოტივირებული, რადგან მას არ ჰქონდა უფლება და ჩვენს იურისტებთან ერთად მთელი რამე ვამუშავებდით და დეტალურ ინფორმაციას დღის განმავლობაში მოგაწვდით, მიეღო ეს გადაწყვეტილება და ქალაქის მერისთვის უფლებამოსილება შეეჩერებინა. სწორედ ამიტომ ჩვენ ვხედავთ რამდენიმე გამოსავალს: ერთი ეს არის პოლიტიკური სვლები, რომელიც გვექნება და ის იქნება გაცილებით მკაცრი, ვიდრე აქამდე გვქონდა, რადგან ხელისუფლებამ დაიწყო ,,ნაცმოძრაობაზე" თავდასხმა და მეორე_ ჩვენ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან ეს არის კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება", _განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის მერის გიგი უგულავას უფლებამოსილება შეუჩერა.