კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციაში კიევის ცენტრის გათავისუფლების შესახებ განცხადება დაარეგისტრირეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
საქალაქო ადმინისტრაციაში დარეგისტრირებულია მოქალაქე ივან პროცენკოს განცხადება ევრომაიდანის ბარიკადების დაშლის, კარვებისგან ქუჩების გათავისუფლებისა და ასევე შს სამინისტროს თანამშრომელთა დერეფნების დაშლის შესახებ.
ამის შესახებ აქტივისტმა სოციალურ ქსელში თავის გვერდზე დაწერა და შესაბამისი დოკუმენტების ფოტოს გამოაქვეყნა.
„კიევის ცხოვრებლებლები დედაქალაქში წესრიგის დასამყარებლად ერთიანდებიან. ასეთი ბარდაგი დედაქალაქში დიდი სამამულო ომის დროიდან არ ყოფილა",_ ასეთი კომენტარი გააკეთა თავის ინიციატივაზე ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ოდესაშია დაბადებული და დედაქალაქში საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ ჩავიდა.
„ადამიანები რომლებიც მაიდანზე იკრიბებიან არავის არ უნდა აწუხებდდნენ. მათ უფლებას მშვიდონიან პროტესტზე არავინ ეხება, მაგრამ გზები ტრანსპორტის თავისუფალი გადაადგილებისთვის უნდა გაიხსნას. ვიწვე ყველა მსურველს, დედქალაქის მაცხოვრებს მონაწილეობა მიიღონ ქალაქის ცენტრში წესრიგის დამყარების საქმეში. დაფარული სახით მოსვლა, პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად აკრძალულია. ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარებას სამართალდამცავები დაიცავენ.
მისივე თქმით, ქალაქის ცენტრის დასუფთავებაში და ნაგვის გატანაში ტექნიკაც მიიღებს მონაწილეობას. ტექნიკით დახმარების სურვილი კი ერთ ერთმა „ქველმოქმედმა" გამოხატა, რომლის ვინაობა არ კონკრეტდება.
„სამართლებრივი თვალსაზრისით ჩვენ მწვანე შუქი გვაქვს", _ განაცხადა იდეის ავტორმა.